საზოგადოება
21/12/2022

ქვემო ქართლში წელს გზების რეაბილიტაციაზე ₾114.3 მლნ-ი იხარჯება

ქვემო ქართლში 2022 წელს 114.3 მლნ ლარის ღირებულების 22 პროექტი ხორციელდება, აქედან 11 დასრულდა. 
 
საავტომობილო გზების დეპარტამენტის  ინფორმაციით, რეგიონში  რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთება ჩაუტარდა 60 კმ-მდე საავტომობილო გზას, განხორციელდა 2 ხიდის რეაბილიტაცია, 1 ნაპირსამაგრი და 1 სტიქიის პრევენციისა და ლიკვიდაციის პროექტი.
 
მათ შორის, რეაბილიტაცია ჩაუტარდა თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის საავტომობილო გზის 5 კმ-იან მონაკვეთს, თბილისი(ველი)-გაჩიანი-რუსთავის საავტომობილო გზის 5.4 კმ-იან მონაკვეთს, ნორიო-ლილოს დამაკავშირებელ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას და შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის საავტომობილო გზის 6 კმ-იან მონაკვეთს.
 
უწყების ინფორმაციით, აქტიურად გრძელდება სამუშაოები დანარჩენ პროექტებზე და მათი რეაბილიტაცია 2023 წელს დასრულდება. მიმდინარეობს ისეთი მნიშვენლოვანი საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაცია, როგორებიცაა: მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზის 16 კმ-იანი მონაკვეთი, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 15 კმ-იანი მონაკვეთი და იმერა-ბარეთი-თეჯისი-ჩივთქილისა-ხაჩკოი-გუმბათი-ავრანლოს გზის 8.6 კმ-იანი მონაკვეთი.
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023