საზოგადოება
26/12/2020

ქუთაისში თანამედროვე სტანდარტის ახალი ავტობუსები ივლის

ქუთაისში მგზავრებს ახალი ავტობუსები მოემსახურება.

ახალი ავტობუსები EURO 5-ის სტანდარტისაა, 30 ავტობუსი 50 მგზავრზეა გათვლილი, 6 კი 83 მგზავრზე. ყველა სატრანსპორტო საშუალება სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ქუთაისს ახალი ავტობუსები ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში გადაეცა, მთლიანობაში კი ახალი 175 ავტობუსი 6 ქალაქს გადაეცემა.

175 ერთეული ავტობუსიდან თელავსა და ფოთს გადაეცემა 10-10 ავტობუსი, გორს - 30, ზუგდიდს - 25, რუსთავს - 40, ხოლო ქუთაისს 60 ერთეული ავტობუსი.

სხვადასხვა მუნიციპალიტეტი ავტობუსებს მომავალი წლის გაზაფხულამდე გადაეცემა.

პროგრამას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აფინანასებს.