საზოგადოება
01/09/2023

ქუთაისსა და სამტრედიაში მოსწავლეები ახალი სასკოლო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამტრედიაში #12 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია უკვე დაასრულა. ასევე, დასრულების ეტაპზეა  ქუთაისის #9 და #14 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია.

სკოლებში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სამივე სკოლის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების რეაბილიტაცია მშენებელობის პროგრამის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში 24 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია უკვე დაასრულა. 2  სკოლის რეაბილიტაცია 2023 წლის პირველი სემესტრის განმავლობაში დასრულდება, ხოლო 2 სკოლის სამუშაოების დასრულება 2024 წელს იგეგმება.  

იმერეთის რეგიონში სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ჯამური ინვესტიცია 83 მილიონ ლარზე მეტია.

დასრულებული და მიმდინარე სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ადგილზე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით ტაბიძემ, ადგილობირვი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

საქართველოს მთავრობის და დონორი ორგანიზაციების (CEB და NEFCO) დაფინანსებით, ფონდმა სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა 2019 წელს დაიწყო. პროგრამის საერთო ღირებულება 485 მილიონ ლარამდეა. პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე 171 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობიდან, სამუშაოები უკვე დასრულებულია 144 სკოლაში. 2023 წლის პირველი სემესტრის განმავლობაში, დამატებით 16 სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშოების ეტაპობრივი დასრულებაა დაგეგმილი.

ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით,  5 სკოლის დასრულდება დაგეგმილია 2024 წელს, ხოლო,  CEB-ით დაფინანსებით, თბილისის 6 სკოლის რეაბილიტაცია 2025 წელს დასრულდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის 60 მილიონი ევროს მხარდაჭერით, უკვე დაიწყო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის ახალი პროგრამა. პროგრამის ფარგლებში, აშენდება და რეაბილიტირდება, სულ, 64 სკოლა. აქედან, 5 სკოლის რეაბილიტაცია უკვე დაიწყო, ხოლო 15 სკოლის მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები. დარჩენილ სკოლებზე, ტენდერები 2023 წლის ბოლომდე გამოცხადდება.

ფონდი, აგრძელებს სკოლების რეაბილიტაცია მშენებლობის პროგრამას და 2024 წლიდან გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) და  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, დაახლოებით, 200-მდე სკოლის მშენებლობასა და რეაბილიტაციას გეგმავს, რომლის ჯამური ღირებულება 105 მილიონი ევროა.

 

Businesspartner