საზოგადოება
27/09/2022

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა GITA-სთან თანამშრომლობით, ინოვაციების საზაფხულო სკოლის დემო დღეს უმასპინძლა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა GITA-სთან თანამშრომლობით, ინოვაციების საზაფხულო სკოლის დემო დღეს უმასპინძლა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ინოვაციების საზაფხულო სკოლის მეორე ნაკადის დასკვნით დემო დღეს უმასპინძლა, სადაც  კურსის მონაწილეებმა საკუთარი იდეები და პროექტები KIU - სა და GITA - ს ადმინისტრაციის წინაშე წარადგინეს.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის 2021 წელს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში GITA თანამშრომლობს უნივერსიტეტთან ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიზნით.

2022 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, მემორანდუმის ფარგლებში, KIU - ს სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაევლოთ სტარტაპების შენების კურსი ანტრეპრენერ ნიკოლოზ გოგოჭურის ავტორობით, რომლის მიზანი იყო: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებში გააღვივოს და განავითაროს ინოვაციური აზროვნების, „იდეაციის“ და სტარტაპის შენების ძირითადი უნარები; მოახდინოს სტუდენტებისთვის სტარტაპის საწყისი ეტაპის წარმართვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენა საკუთარი იდეების განვითარების მაგალითზე; მოხდეს KIU-ს ჩართვა საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ-ეკოსისტემაში; KIU-ს სტუდენტებს შორის უფრო მყარი კავშირების გაჩენა და პროექტებზე მუშაობის შედეგად, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივის გაზრდა. კურსში ჯამში 50-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023