საზოგადოება
03/08/2023

კურორტ შოვში მეწყერმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა

კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით,რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მეწყერის გამო ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზები.

"ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტს შოვს და სოფელ გლოლას. ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.

ამ დროისთვს გადაადგილება შეფეხებულია, რაც ელექტროგადამცემი ხაზების აღგენითი სამუშაოების დაწყებას ართულებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები მზად ყოფნაში არიან. როგორც კი შესაძლებელი იქნება, დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები,"-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელოებულ განცხადებაში. 
Businesspartner