საზოგადოება
06/08/2020

კურორტ გოდერძიზე ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მოწყობა ისევ პრიორიტეტულია

სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მოწყობა ისევ პრიორიტეტულია. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, უწყება მზადაა განიხილოს ყველა საინტერესო წინადადება და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღოს.

„ინვესტორმა უნდა წარმოადგინოს მისი ხედვა, თუ როგორ ფიქრობს  ტერიტორიის ათვისებას და როგორ. რთულია იმის თქმა რა  ფართობზე იქნება საუბარი“, - აცხადებენ სამინისტროში.

რაც შეეხება იმას, თუ  დაანონსებიდან  წელიწადნახევრის შემდეგ რატომ ვერ მოიძებნა ინვესტორი, სამინისტროში აცხადებენ, რომ ინტერესი არის, თუმცა რეალური წინადადებები ამ დრომდე არ ყოფილა.

მთავრობამ კურორტ გოდერძიზე ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მოწყობა ინვესტორებს 2019 წლის თებერვალში შესთავაზა. მათი ინფორმაციით, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ  კურორტზე სეზონური ფრენები განხორციელდეს, რაზეც ტურისტების მხრიდან დიდი მოთხოვნაა.

რაც შეეხება ასაფრენ-დასაფრენი ბილიკისათვის საჭირო ტერიტორიას ის უკვე შერჩეულია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020