საზოგადოება
31/08/2022

კრწანისის ქუჩაზე რეაბილიტაციის გამო, 1-ლი სექტემბრიდან ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

კრწანისის ქუჩაზე დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 1-ლი სექტემბრიდან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით, ეტაპობრივად შეიზღუდება.

პირველ ეტაპზე, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება კრწანისის ქუჩიდან ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით. კრწანისის ქუჩაზე ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკამდე, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ცალმხრივად - ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან „ნიუ ჰოსპიტალსის“ მიმართულებით.

რაც შეეხება კრწანისის ქუჩიდან ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას, სატრანსპორტო საშუალებები წინანაურის, ორთაჭალის,  მელქაძისა და  კალანდაძის ქუჩების გამოყენებით იმოძრავებენ, ხოლო კალანდაძის ქუჩიდან გადაადგილებას ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე შეძლებენ, როგორც კრწანისის, ასევე, გულუას მოედნის მიმართულებით.

სარეაბილიტაციო სამუშაოების განმავლობაში, N331 ავტობუსის მარშრუტი შეიცვლება. კერძოდ, კრწანისის ქუჩის და კრწანისის II შესახვევის მოსახლეობას N331 მოემსახურება წრიული მარშრუტით: ავტობუსი ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან იმოძრავებს კრწანისის ქუჩაზე, ამავე ქუჩის N63-თან მოხვევით, სვლას კრწანისის II შესახვევის მიმართულებით განაგრძობს, რის შემდეგაც, გრიგოლ ვოლსკის ქუჩის კვეთიდან ორთაჭალის ქუჩით, ვახტანგ გორგასლის ქუჩას დაუკავშირდება.

N331 ავტობუსი გულიას მოედანზე დატრიალდება და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023