საზოგადოება
22/03/2022

კოვიდკლინიკების დაფინანსების წესი შეიცვალა

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალო კლინიკების დაფინანსების წესი შეიცვალა. 

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, აქამდე კოვიდკლინიკებს გარანტირებული ფინანსური ანაზღაურება ჰქონდათ, იმის მიუხედავად, სრულად იყო თუ არა დაკავებული საწოლები. ახალი წესით კი, კლინიკები მხოლოდ კოვიდით ინფიცირებული პაციენტის მკურნალობაში მიიღებენ დაფინანსებას. ამ ეტაპზე 40-მდე კლინიკაა, რომლებიც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობს. 

"კოვიდკლინიკები - ასეთი სახელწოდებით და გარანტირებული ფინანსური ანაზღაურებით, საწოლი დაკავებული იყო თუ არა, დღეს ასე აღარ არის. პირველი მარტიდან გაკეთებული პროგნოზების მიხედვით გავაკეთეთ ამის ეტაპობრივი ჩახსნა", - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.