საზოგადოება
15/08/2022

კონკურენციის სააგენტოში მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტმა ფუნქციონირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი დაამტკიცა, რომელიც 1 ივნისს ძალაში შევიდა. მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი მოქალაქეების განაცხადების მიღებას, განხილვას და დარღვევებზე რეაგირებას 1-ელი ნოემბრიდან დაიწყებს.

სამოქმედო გეგმის ფარგლებში, დაგეგმილია კანონქვემდებარე აქტის - საჩივრის მიღების და განხილვის წესის მიღება, ცხელი ხაზის ამოქმედება, მაქსიმალური ინფორმირების მიზნით საკომუნიკაციო შეხვედრები ბიზნეს სექტორის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან.

მომხმარებელთა უფლებების ეფექტურად განხორციელების პროცესში, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს ტექნიკურ და საკონსულტაციო მხარდაჭერას ლიეტუვას და ავსტრიის კონკურენციის უწყებების პროფესიონალთა გუნდი გაუწევს, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის ფარგლებში განხორციელდება. პროექტის მიზანია კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის პოლიტიკის მიმართულების გაძლიერება, საქართველოში მომხმარებლის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესა, დაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, პატივისცემაზე დამყარებული ქცევის კულტურის დამკვიდრება.

„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე, ქ. ბრიუსელში, ხაზგასმით აღინიშნა, რომ - საქართველოს მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის მიღება და ამ მიმართულებით აღსრულების დაწყება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. სააგენტოში შექმნილი დეპარტამენტი, რომელიც, დღეის მდგომარეობით, 8 თანამშრომლისგან შედგება, ვფიქრობ, დასახულ ამოცანებს ეფექტურად განახორციელებს. ჩვენი უმთავრესი მიზანია - მომხმარებლის უფლებები იყოს დაცული და გარანტირებული, მეორეს მხრივ კი - მოვაჭრის მიერ, ყველა ვალდებულება მოწესრიგებული, რომ დარღვევის პრევენცია მაქსიმალურად მოხდეს“ - განაცხადა შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძემ.

კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში, მომხმარების უფლებების დაცვის დეპარტამენტს - სერგო სანიკიძე უხელმძღვანელებს, რომელსაც სხვადასხვა საჯარო და კერძო სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023