კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლები ლიეტუვაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებიან
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები - მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, სერგო სანიკიძე, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, მარიამ შაიშმელაშვილი, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სააგენტოს წარმომადგენელი, ტარიელ გიორგაძე და მომხმარებლის დეპარტამენტის თანამშრომლები ლანა გელაშვილი და თამარ ჩანტლაძე ლიეტუვაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებიან.
სასწავლო-სამუშაო ვიზიტი ქ. ვილნიუსში, 2023 წლის 18-23 სექტემბერს, ევროკავშირის დაძმობილების პროექტის (EU Twinning) მხარდაჭერით ხორციელდება. დაგეგმილი ღონისძიებების მიზანია - ეფექტიანი მართვის მექანიზმების შემუშავების მიზნით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა-გაზიარება. ასევე, სამართლებრივი და გზამკვლევი დოკუმენტაციის დამუშავება, პრიორიტეტების განსაზღვრა, შესაძლებლობების და გამოწვევების იდენტიფიცირება, ცნობიერების ამაღლების მიზნით - სამიზნე აუდიტორიასთან თანამშრომლობის გეგმის დეტალური განსაზღვრა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დელეგაციის შეხვედრები, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტი წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარეობს - ლიეტუვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებაში, იუსტიციის სამინისტროში, ეკონომიკისა და ინოვაციების სამინისტროში. ასევე, ლიეტუვის ბანკში, კოლეგა მარეგულირებელ უწყებებში, უზენაეს სასამართლოში, პარლამენტში და პრეზიდენტის სასახლეში.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის "საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება" ფარგლებში კონსულტაციებს და ტექნიკურ მხარდაჭერას კონკურენციის სააგენტოს - ლიეტუვას და ავსტრიის კონკურენციის უწყებების პროფესიონალთა გუნდი უწევს.