საზოგადოება
01/04/2022

კონკურენციის სააგენტომ ავტოტრანსპორტის ტექნიკური ინსპექტირების საკითხზე მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის მიერ, სავარაუდო დარღვევის ფაქტზე, საქმის მოკვლევა დაიწყო.

თემა ეხება - ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მოწყობასა და აკრედიტაციის მისაღებად საჭირო სამართლებრივი პროცედურების განხორციელებაზე გაცემული უარის კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას.

მოკვლევის ფარგლებში, სააგენტო აგრეთვე განახორციელებს - „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის“ მიერ, ანალოგიურ საკითხებთან დაკავშირებით, სააგენტოში წარმოდგენილ განცხადებებში მითითებული ფაქტებისა და გარემოებების შესწავლას.

სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს მოკვლევის დაწყებიდან 6 თვის ვადაში. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა საქმის შესწავლა 18 თვემდე გაგრძელდეს.

ამ დროისთვის, მიმდინარე რეჟიმშია 2 საქმის მოკვლევის პროცესი - სათარჯიმნო სექტორში - დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და შეთანხმებული ქმედების გამოვლენის მიმართულებით და სადაზღვევო/ჰოსპიტალურ სექტორში - არასამართლიანი სავაჭრო პირობების დადგენის ფაქტზე. შესწავლის პროცესშია 2 დაგეგმილი კონცენტრაცია და 1 ბაზრის მონიტორინგი. 2021 წელს, სააგენტომ 5 მოკვლევის საქმე და 1 ბაზრის მონიტორინგი დაასრულა, 3 კონცენტრაციაზე გაიცა თანხმობა.

Businesspartner