საზოგადოება
05/02/2021
კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა თებერვალში სრულდება
კომუნალური გადასახადების სუბსიდირების 4 თვიანი პროგრამა თებერვალში სრულდება. მისი გაგრძელება მოსალოდნელი არ არის.
„თებერვალში მიღებული ნებისმიერი ტიპის ქვითარი იქნება საბოლოო. თუ თქვენ ელოდებით, რომ მარტში დაანგარიშებული გადასახადიც დასუბსიდირდება, ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის. სუბსიდირება ეხება არა ხარჯს, არამედ კომპანიის მიერ გაცემული შესაბამისი თვის ქვითარში მითითებულ აღრიცხვის პერიოდს. ამ ეტაპზე ვიცი, რომ სუბსიდირების პროგრამა აღარ გაგრძელდება“,- აღნიშნა ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა.
კომუნალური გადასახადების სუბსიდირებით 5 მლნ-მდე აბონენტმა ისარგებლა. პროგრამის მეორე ტალღის განხორციელებისთვის კი ბიუჯეტიდან 120 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
სუბსიდირების პროგრამაში მონაწილეობაზე უარი მხოლოდ 800-მდე აბონენტმა თქვა.