საზოგადოება
02/11/2020

კომუნალურ გადასახადებზე შეღავათით დაახლოებით 1,85 მლნ აბონენტი ისარგებლებს

პანდემიის კრიზისის გამო კომუნალურ გადასახადებზე დაწესებული შეღავათები ამოქმედდა.

ფიზიკურ პირებს კომუნალური გადასახადები ოთხი თვის მანძილზე - ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში დაეფარებათ.

შეღავათი შეეხებათ იმ მომხმარებლებს, რომლებიც თვეში მოიხმარენ არაუმეტეს 200 კვტ/საათ ელექტროენერგიას და 200-ს კუბურ მეტრამდე ბუნებრივ გაზს.

საერთო ჯამში, ასეთი აბონენტების რიცხვი 1 850 000 აჭარბებს. ამასთან ძალაში რჩება კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმა. მათ ვისაც არ სურთ პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ სემეკის ვებგვერდზე მოთხოვნა ონალინ დააფიქსირონ.

მოქალაქეებმა სუბსიდირებით მარტში, აპრილსა და მაისშიც ისარგებლეს. მაშინ მოსახლეობის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე 170 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მეორე ეტაპი მთავრობას დაახლოებით 200-300 მლნ ლარი დაუჯდება.

ივანე მაჭავარიანმა განმარტა, რომ საჭირო თანხის ნაწილი 2020 წლის ბიუჯეტიდან, ნაწილი კი 2021 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

„ეს არის სავარაუდო მოცულობაა და ბევრ რამეზეა დამოკიდებული", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მინისტრს მზიანი ამინდების ეიმედება. "თუ ასეთი მზიანი ამინდები გაგრძელდა და ნოემბერი თბილი იქნება, თანხა შემცირდება", - განაცხადა მინისტრმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022