საზოგადოება
26/09/2022

კოჯორში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულდა და საგზაო მოძრაობა  აღდგა

დაბა კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე, სადაც მიმდინარე წლის ივნისში მიწის მასის ჩამოშლამ გზის სავალი ნაწილი დააზიანა, ასფალტის საფარი დაიგო  და ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგა. აღნიშნულ მისამართზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებიც დასრულებულია. 

"დაბა კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე გზის ერთი ნახევარი მთლიანად ჩამონგრეული იყო და ავტომობილებისთვის ორმხრივად გადაადგილება პრობლემას წარმოადგენდა. ივლისში კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გავაფორმეთ და ფერდის აღდგენის სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ფერდი მთლიანად გამაგრდა. საგზაო სამუშაოები დასრულებულია და გადაადგილება ორმხრივადაა შესაძლებელი. ყველა ღონისძიება გატარდა იმისთვის, რომ სამომავლოდ ამ კონკრეტულ გზას პრობლემები არ შეექმნას და უსაფრთხოდ გადაადგილება იყოს შესაძლებელი", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, იუნკერთა ქუჩაზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა უსაფრთხოების მიზნით, ყველა გადაუდებელი სამუშაოს განხორციელება ოპერატიულად დაიწყო. სპეციალისტების კვლევის საფუძველზე, ფერდის გამაგრების სამუშაოები ჩატარდა. კერძოდ, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო ვერტიკალური და ჰორიზონტალური ანკერები, აშენდა რკინაბეტონის კედელი, გაბიონები და სავალ ნაწილზე საგზაო სამუშაოები სრულდება. 

აღსანიშნავია, რომ თბილისში პირველად განხორციელდა 24-მეტრიანი ჩამოშლილი მონაკვეთის აღდგენა, რომელიც კლდეში 12 ვერტიკალურ მიკროხიმინჯზე დაფუძნებული რკინაბეტონის კედლით და 30 ფოლადბაგირიანი ანკერით, ჩამოშლილი ფერდის სიმყარეს იჭერს. მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 536 029 ლარით დაფინანსდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023