საზოგადოება
02/11/2020
კინოთეატრების გახსნა ისევ გადავადდა
თეატრები და კინოთეატრების გახსნა კვლავ გადავადდა. მიზეზი ქვეყანაში არსებული კოვიდ ვითარებაა.
თეატრების და კინოთეატრების გახსნის ბოლო ვადად 1 ნოემბერი იყო დასახელებული, თუმცა მტავრობის გადაწყვეტილებით რეგულაცია გაურკვეული პერიოდით გახანგრძლივდა.
ამ ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების გათვალისწინებით, დაშვებულია კულტურული ღონისძიებების ჩატარება ღია სივრცეში 200-მდე ადამიანის მონაწილეობით, გახსნილია მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები, დაშვებულია ფილმწარმოება და დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, სხვა სახის კულტურული ღონისძიებების მოწყობა კი მხოლოდ დისტანციური ფორმით არის შესაძლებელი.