საზოგადოება
03/03/2023

ხაშურში არსებული სკვერის რეაბილიტაცია ზაფხულში დასრულდება - ბიუჯეტი ₾1.23 მლნ-ია

ხაშურში არსებული სკვერის რეაბილიტაცია ზაფხულში დასრულდება.მუნიციპალიტეტის ინფორმაცით, სამშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო, ამ ეტაპზე  ძველი კონსტრუქციების დემონტაჟი მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, ახალი შადრევნის მოწყობა, გარე განათებებისა და დასასვენებელი სკამების მონტაჟი, მოეწყობა კალათბურთისა და სკეიტბორდის მოედნები, ახალი ატრაქციონები, ტრენაჟორები, დაიგება ქვაფენილი, მოეწყობა მწვანე სივრცეები.
 
პროექტის ღირებულება 1 234 777 ლარია.
 
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პარკი ქალაქის ცენტში მდებარეობს და განსაკუთრებით, ახალგაზრდების საყვარელი ადგილია, ამიტომ სივრცის გალამაზება და კომფორტულად მოწყობა, მნიშვნელოვანია, როგორც ქალაქის მცხოვრებლებისთვის, ასევე სტუმრებისთვის.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020