საზოგადოება
31/03/2023

ხაშურის მუნიციპალიტეტში დასასვენებელი სივრცეების მოწყობაზე ₾800 000-მდე დაიხარჯა

ხაშურის მუნიციპალიტეტში სკვერების, მინი სტადიონების და სხვა დასასვენებელი სივრცეების მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
 
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა მოადგილე ზვიად ქურდაძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ გიორგი პაპიაშვილთან ერთად სურამში, 9 აპრილის ქუჩაზე სკვერი და მინი სტადიონი, ასევე ხაშურში, ფარნავაზის ქუჩაზე სკვერი და მინი სტადიონი დაათვალიერა.
 
დაბა სურამში სკვერის მოწყობის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით განხორციელდა. პროექტის ღირებულებამ 263935 ლარი შეადგინა. ადგილობრივი ბიუჯეტის მხარდაჭერით მოეწყო სკვერის მიმდებარე მინი სტადიონიც, რისთვისაც 119 919 ლარი დაიხარჯა.
 
ადგილობრივმა ბიუჯეტმა დააფინანსა ხაშურში, ფარნავაზის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულებამ 259 457 ლარი შეადგინა. 114 920 ლარი დაიხარჯა ფარნავაზის ქუჩაზე, სკვერის მიმდებარედ მინი სტადიონის მოწყობისთვის.
 
სკვერების, მინი სტადიონების და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მუნიციპალიტეტში ხელს უწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას და ტურიზმის ხელშემწყობ ერთ-ერთ დამატებით ფაქტორსაც წარმოადგენს.
 
ძალიან სასიამოვნოა, რომ როგორც ხაშურში, ისე სურამში სკვერები და მინი სტადიონები ბავშვებით, ახალგაზრდებით, ყველა თაობის წარმომადგენლებით სავსე დაგვხვდა. მიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურად სარგებლობენ მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილი ინფრასტრუქტურით. ჩვენ ინტენსიურად ვაგრძელებთ საქმიანობას ამ მიმართულებით. აქტიურად მიმდინარეობს ხაშურში ტაბიძის ქუჩაზე სკვერის მოწყობის, ასევე ზემო სერის ტყე-პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები. მიმდინარეობს ასევე სურამის ცენტრალური სკვერის პროექტირება. ასე რომ, მუნიციპალიტეტს უახლოეს მომავალში ცხოვრების ჯანსაღი წესის და აქტიური დასვენების ხელშესაწყობად არაერთი სივრცე შეემატება, - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
Businesspartner