ხარისხიანი პროდუქტი და სასიამოვნო მომსახურება Holst.ge-სგან
წინსვლაზე ორიენტირებული სამყარო მწვერვალზე აღწევს. ფიქრის შედეგად გენიალური იდეები იბადება. ამ საინტერესო პროცესს კი უკეთესობისკენ მივყავართ. ადრეულ წლებში, ხელსაწყოების შესაძენ, გამართულ პლატფორმას, ვერავინ წარმიდგენდა. თუმცა, ბევრი რამ შეიცვალა და სადაც მარსზე წყალი აღმოჩინეს, ეს რა გასაკვირია ?
რა არის Holst.ge და რა სახის მომსახურებას გთავაზობთ ?
Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია. საიტზე სხვადასხვა დანიშნულების ხელსაწყოებს გადააწყდებით. ერთდორულად, სასურველი განათების შერჩევას, ელექტრო ინსტრუმენტების შეძენას და ბაღის მოვლას გპირდებათ. სანტექნიკა და გათბობის სისტემებიც არ არის უყურადღებოდ. სამშენებლო სფეროთი დაინტეფრესებულ ადამიანებს, Holst.ge მარტივად დაეხმარება.
როგორ შეიძენთ ინსტრუმენტებს Holst.ge- ზე ?
პირველ რიგში, ხელსაწყოს სწორი შერჩევაა მნიშვნელოვანი. ამაში კი თქვენთვის სასურველი სიმძლავრე, სამუშაო რესურსი, სიჩქარე თუ სხვა თვისებები მოიაზრება. თითოეულ პროდუქტს მახასიათებლები აწერია. სწორედ ამას შეუსაბამებთ თქვენს საჭიროებას. ამის შემდეგ კი, საიტზე განთავსებულ ნიშნებს მიყვებით. პროდუქტს იწერთ და საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ. მთელი საქართველოს მასშტაბით, 50 ლარზე მეტ შენაძენზე, უფას მიტანა ვრცელდება. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ოპერატორებსაც მარტივად დაუკავშირდებით.
რა არის ჰაერის კომპრესორი ?
საიტზე ბევრი ხელსაწყოა განთავსებული. ამ სტატიაში კი მხოლოდ ჰაერის კომპრესორს წარმოგიდგენთ. ინსტრუმენტს ყველა საამქროსა თუ მსგავს დაწესებულებაში გადააწყდებით. კომპრესორი სხვა ხელსაწყოებს ჰაერის წნევით ამარაგებს. მასზე ინსტრუმენტები მაგრდება და დიდი ძალით მუშავდება.
CROWN CT36031-ჰაერის კომპრესორი 100L
Crown - ის ჰაერის კომპრესორი ტევადი ავზით გამოირჩევა. მოცულობაზე კი სიმძლავრეა დამოკიდებული. ჰაერს დიდი ძალით შეკუმშვის საშუალება აქვს და წნევაც მეტად იზრდება. ამიტომ, დამაგრებული ხელსაწყოები თავიანთ მოვალეობას უკეთ ასრულებს. კონკრეტულ მოდელს კი ამისთვის ყველა პირობა აქვს.
- ბრენდი - CROWN
- პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი
- სიმძლავრე - 1.5kw
- გარანტია - 1 წელი
- კვების წყარო - 220-240V
- მოცულობა - 100 l
- წნევა - 8 bar
- ბრუნვის სიჩქარე - 0-980min
- წარმადობა - 120 l/min
- ფაზა - 0
- ცხენის ძალა - 2HP
- წონა (კგ) - 55
უპირატესობები:
- ხარისხი
- სამუშაო რესურსი
- მოცულობა
- მაღალი წნევა
TOLSEN TOL1533-73115 ჰაერის კომპრესორი 50L
Tolsen - ის კომპრესორი შედარებით ნაკლები მოცულობისაა. თუმცა, საშუალო სირთულის საქმეს, ოსტატურად უმკლავდება. სხვა მახასაითებლები საკმაოდ მაღალი აქვს. ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. რაც მთავარია, ხელმისაწვდომი ფასი აქვს. გამძლე პროდუქტი კომპაქტურია და შეძენისთანავე თქვენი მარჯვენა ხელი გახდება.
- ბრენდი - TOLSEN
- პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი
- სიმძლავრე - 1.5kw
- გარანტია - 1 წელი
- კვების წყარო - 220-240V
- მოცულობა - 50 l
- წნევა - 8 bar
- წარმადობა - 188 l/min
- ცხენის ძალა - 2HP
- წონა (კგ) - 30
უპირატესობები:
- სიმძლავრე
- ხელმისაწვდომი ფასი
- გარანტია
- წნევა
Schpindel ჰაერის კომპრესორი 24L
Schpindel ჰაერის კომპრესორი განხილულებიდან, ყველაზე დაბალი ტევადობისაა. თუ დანარჩენებს რამდენიმე ხელსაწყო ერთდროულად უმაგრდება, კონკრეტული მოდელი მხოლოდ ერთს იტევს. საშუალო სირთულის საქმისთვის კი კარგად გამოიყენებთ. Holst.ge- ზე ბევრად ფართო არჩევანია. თუ განხილულებიდან, საჭირო მახასიათბლები არც ერთს აღმოაჩნდა, საიტზე შესაფერის კომპრესორს აუცილებლად იპოვით.
- ბრენდი - SCHPINDEL
- პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი
- სიმძლავრე - 1.5kw
- გარანტია - 1 წელი
- კვების წყარო - 220-240V
- მოცულობა - 24 l
- წნევა - 8 bar
- ბრუნვის სიჩქარე - 0-2850min
- წარმადობა - 198 l/min
- ფაზა - 0
- ცხენის ძალა - 2HP
- წონა (კგ) – 22
უპირატესობები:
- სიმსუბუქე
- კომპაქტურობა
- გამძლეობა
- ხელმისაწვდომი ფასი