საზოგადოება
11/11/2022

ქეთევან დედოფლის გამზირზე ველობილიკები დაიხაზება

შპს "თბილსერვის ჯგუფის"  საგზაო მონიშვნების სამსახურმა ახლად რეაბილიტირებულ ქეთევან დედოფლის გამზირზე გზის დახაზვის სამუშაოები დაიწყო.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, სამუშაოების ფარგლებში, უმაღლესი ხარისხის თერმო და ცივი პლასტის საღებავით გზის გამყოფი ზოლები და ველობილიკები დაიხაზება. 

ცივი პლასტის საღებავით გამზირზე ქვეითთა გადასასვლელების, მიმართულების აღმნიშვნელი ისრებისა და სხვა საგზაო მონიშვნების დატანა მოხდება, აკრილის საღებავით კი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლები დაიხაზება. 

დახაზვის სამუშაოები ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ყოველდღიურ რეჟიმში "თბილსერვის ჯგუფის" 25 თანამშრომელი იმუშავებს. 

საგზაო მონიშვნის სამუშაოები 3 600 კვ.მ-ზე ჩატარდება. პროექტის  ღირებულება 115 000 ლარია. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023