საზოგადოება
05/11/2020

კერძო ბაღებში შეზღუდვების დაწესების მოლოდინი არ აქვთ

კერძო ბაღებს მათთვის რაიმე შეზღუდვისა დაწესების მოლოდინი არ აქვთ. კერძო საბავშვო ბაღების ქსელ „ფემილიში“ განმარტავენ, რომ რაიმე დამატებითი რეგულაციის შემორების წინაპირობა არ არსებობს.

„შეზღუდვა საჯარო ბაღებზე დაწესდა და ამის მიზეზი სხვადასხვა ბაღში პერსონალის ინფიცირება იყო. თუმცა ჩვენს შემთხვევაში ჯერჯერობით მსგავსი ფაქტები არ ფიქსირდება. ვიცავთ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც განსაზღვული გვაქვს და ეს ჯერჯერობით შედეგის მომტანია,“ - ამბობს სოფიო ჭანტურია „ფემილის“ ფილიალების მენეჯერი.

„ფემილი“ თბილისის მასშტაბით შვიდ ბაღს აერთიანებს. არცერთ ფილიალში არც აღსაზრდელის და არც თანამშრომლის ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით თბილისის საჯარო ბაღები დღეიდან ისევ დაიხურა. გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ მიიღო ეპიდემიოლოგიური ვიტარებიდან გამომდინარე მიიღო.

Businesspartner