ფოტო: აშშ-ს საელჩო
საზოგადოება
29/06/2022

კელი დეგნანი: შემდგომი 6 თვე საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და არ არის დასაკარგი დრო

საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, აშშ მზად არის, საქართველოს რეფორმების გატარების კუთხით დაეხმაროს. 

მისი თქმით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, მომდევნო 6 თვე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

"ჩვენ გვინახავს, რომ მთავრობას შეუძლია სწრაფად განახორციელოს საკანონმდებლო ცვლილებები. მაგალითად, ვნახეთ დაჩქარებული წესით მიღებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონი. ქართველ ხალხს ამ ცვლილებების სურვილი აქვს და ამისათვის არსებობს მზაობა. აშშ მზად არის და აქვს სურვილი, რეფორმების განხორციელების კუთხით დაეხმაროს. ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ შემდეგი 6 თვე ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და არ არის დასაკარგი დრო. ვიცი, რომ ქართველ მოსახლეობას, ასევე მთავრობას, სურს რეფორმების განხორციელება", - აღნიშნა კელი დეგნანმა.