საზოგადოება
29/06/2022
კელი დეგნანი: სანქციებისთვის თავის არიდების მცდელობის მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია
"ძალიან მნიშვნელოვანია სანქციებისთვის თავის არიდების ნებისმიერი მცდელობის მონიტორინგი", - ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა ბათუმის პორტში სანქცირებული ტვირთით შემოსულ გემთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ს საელჩო ასეთ საკითხებს დიდ ყურადღებას აქცევს და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობასთან მუშაობს.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ ვსწავლობთ მას და ზოგადად ასეთ აქტივობებს ძალიან დიდ ყურადღბას ვაქცევთ. ვმუშაობთ მთავრობასთან, სხვადასხვა უწყებებთან, იქნება ეს საბაჟო, საშემოსავლო სამსახური. ძალიან მნიშვნელოვანია, სანქციებისთვის თავის არიდების ნებისმიერი მცდელობის მონიტორინგი. ჩვენ ამას ყურადღებას ვაქცევთ", - აღნიშნა კელი დეგნანმა.