ქართველი ონკოპაციენტები უკრაინელი ონკოპაციენტების დასახმარებლად ერთიანდებიან
ხუთშაბათს, 31 მარტს, 16:30 საათზე ახლად გახნილი „ბაზარი ორბელიანზე“ (მის: ვეკუას #3ა) ქართველი ონკოპაციენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას „ვიბრძოლოთ ყველამ ისე, როგორც შეგვიძლია, ვიბრძოლოთ რითაც შეგვიძლია!“ უმასპინძლებს. ღონისძიება საქველმოქმედოა და შემოსული თანხა უკრაინელი ონკოპაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტების შეძენას მოხმარდება.
გამოფენა -გაყიდვის იდეის ავტორი და ორგანიზატორია პაციენტთა კავშირი „ევროპა დონა საქართველო“ და კავკასიის ონკო საზოგადოება „ჰოუფი“. გამოფენის მხარდაჭერია „ბაზარი ორბელიანზე“ ადმინისტრაცია. გამოფენა-გაყიდვა 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება და დასწრება თავისუფალია. მნიშვენლოვანია რომ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართველი ონკოპაციენტების მიერ შექმნილი და პარტნიორი ორგანიზაციებისგან თუ კერძო პირებისგან შემოწირული ნამუშევრები: ნახატები, ხელნაკეთი სამკაულები, ნაქსოვი პროდუქცია და სხვა. გახდი ქველმოქმედი - სიკეთე გადამდებია!
„სიცოცხლის წყურვილი,ომი, ბრძოლა გადაჩენისთვის - ზუსტად მესმის რას ნიშნავს, ყველა ეს შეგრძნება საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. პირველივე დღიდან ძალიან განვიცდი უკრაინელი ხალხის მდგომარეობას. გულწრფელად მესმის და გატავისებული მაქვს, თუ რას შეიძლება გრძნობდნენ ადამიანები ომში. ომი, როგორც ბრძოლა უხილავ მტერთან და ბრძოლა ხილულ დაუნდობელ მტერთან! გარდა იმისა, რომ ქალი და დედა ვარ, ონკოპაციენტთა საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტობა დამატებით პასუხისმგებლობას მაძლევს და აღმიძრავს უკრაინელი ხალხის, განსაკუთრებით ონკოპაციენტების წინაშე. ზუსტად ვიცი რას გრძნობენ და რა სჭირდებათ! ომის დაწყების დღიდან კავშირი მქონდა უკრაინელ მეგობრებთან! ყველას გვესმის, რომ მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში და ორმაგად მძიმეა იმ ონკოპაციენტებისათვის, რომელთა სიცოცხლეც უწყვეტ მკურნალობაზეა დამოკიდებული სწორედ ამიტომ ჩვენმა ოგანიზაციამ შეიმუშავა ინიიატივა,რომ დავხმარრბოდით უკრაინელ ონკოპაციენტებს. ჩვენ მათგვერდით ვართ! თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ ორივე ომში და ყველაფერი კარგად იქნება, “ - აცხადებს ონკოპაციენტი - ონკოპაციენტთა საერთაშორისო ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი და არაკომერციული ორგანიზაცია „ჰოუფის“ დამფუძნებელი, ანა მაზანიშვილი.
შეგახსენებთ, რომ პაციენტმა კავშირმა „ევროპა დონა საქართველო“ და კავკასიის ონკო საზოგადოებამ „ჰოუფი“ სრული მობილიზება უკრაინაში შექმნილი მოვლენების პირველი დღიდანვე გამოაცხად. სრული მობილიზება უკრაინაში მცხოვრები ონკოპაციენტების დასახმარებლად - მათთვის სპეციალური მედიკამენტების შეგროვება დაიწყეს. (მის: თბილისი, პეკინის #10 „ვარდისფერი სივრცე“)