"კამარა" სტიქიით დაზარალებულებს უფასო დახმარებას სთავაზობს
ფსიქოთერაპიის სახლი "კამარა“ სტიქიის შედეგად დაზარალებულებს უფასო დახმარებას სთავაზობს.
"სტიქიით დაზარალებულებო და დაზარალებულთა ახლობლებო, ვისაც მოგწვდებათ ინფორმაცია: როდესაც ტრავმა იმ წუთის მომხდარი ან ჯერ არდასრულებული, ანუ მიმდინარეა, თერაპევტები მაშინვე არ ერთვებიან. ამ დროს მუშაობს ადამიანის საკუთარი რესურსი ტრავმის გადასამუშავებლად.
თუ შეატყობთ, რომ გადის რამდენიმე კვირა და არ გშორდებათ, გახანგრძლივდა მძიმე განცდები, არ გტოვებთ მტანჯველი კადრები, რათქმაუნდა უფასოდ ვართ მზად მოგემსახუროთ. ასევე, თუ თვლით, რომ ახლავე გჭირდებათ ე.წ. კრიზისული ინტერვენცია/პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება ტრავმის პრევენციისთვის, შეგიძლიათ მოგვმართოთ დღესვე.
მივიღებთ ზრდასრულებსაც და მცირეწლოვნებსაც"-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა და მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები. შსს-ს ინფორმაციით, არის მსხვერპლი.