საზოგადოება
06/06/2023
კახა კალაძე: ცინცაძის ქუჩაზე მშენებლობის ნებართვა ინვესტორს სასამართლომ აღუდგინა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან კიდევ ერთხელ განმარტა ცინცაძის ქუჩის N58ა-ში მიმდინარე მშენებლობის დეტალები და განაცხადა, რომ მერიის მიერ გაუქმებული სამშენებლო ნებართვა სასამართლომ აღადგინა, შესაბამისად, მასზე რეაგირების შესაძლებლობა დღეს თბილისის მერიას არ აქვს.
„ეს არის წინა მერის დროს გაცემული სამშენებლო ნებართვა, რომელიც ჩვენ გავაუქმეთ. პირადად მე ვიყავი ჩართული აღნიშნულ საკითხში და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, თუმცა შემდეგ გასაჩივრდა სასამართლოში და სასამართლომ აღნიშნული ნებართვა აღუდგინა ინვესტორს. ასე რომ, მერიას დღეს რეაგირების და მოქმედების არანაირი შესაძლებლობა არ აქვს", - განაცხადა კახა კალაძემ.