საზოგადოება
28/12/2022

კახა კალაძე: შერჩეული მეტროსადგურები სრულად განახლდება

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

მისი განცხადებით, მიმდინარე წელს თბილისის მუნიციპალიტეტსა და გერმანიის რეკონსტრუქციის  საკრედიტო ბანკს (KfW) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის პროექტის განხორციელების შესახებ.

პროექტის ფარგლებში გამოყოფილია 47 მლნ ევრო, რომელიც თბილისისთვის „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის შემდგომ განვითარებას, სისტემის კომპონენტების („ჭკვიანი შუქნიშნები“, კამერები, დეტექტორები, მონაცემთა პლატფორმა და მართვის ცენტრი)  შესყიდვასა და დანერგვას მოხმარდება.

აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, დასასრულს უახლოვდება შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები თბილისში მეტროსადგურების განახლებისა და უნივერსალური მისაწვდომობის მიზნით.

პროექტის განხორციელებით, შერჩეული მეტროსადგურები სრულად განახლდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და იქნება უნივერსალურად ხელმისაწვდომი, მათ შორის, შეზღუდული მობილობისა და შშმ პირთათვის, რაც დამატებით წაახალისებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებას და მდგრად მობილობას დედაქალაქის მასშტაბით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023