საზოგადოება
06/07/2022

კახა კალაძე: გზებისა და კეთილმოწყობის მიმართულებით სამუშაოები 99-100%-ით სრულდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის გამგეობები გზებისა და კეთილმოწყობის მიმართულებით, 99-100%-ით ასრულებენ სამუშაოებს. 

მისი თქმით, რამდენიმე გამგეობას უფრო მეტის გაკეთება სჭირდება, რადგან გზების ნაწილში ჩამორჩენა აქვს. 

"თბილისელების წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა ავიღეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ღირსეულად, მაღალი კვალიფიკაციით. ეს ყველაფერი გამგეობების თითოეულ თანამშრომელზეც არის დამოკიდებული. ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ რამე არ გამოგვრჩეს. თუ რაიმე პრობლემა აქვს გამგეობას, არსებობს მუნიციპალური საქალაქო სამსახურები, დაგეხმარებით პრობლემის აღმოფხვრაში. ჩვენ ღირსეულად უნდა ვემსახუროთ ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს", - განაცხადა კახა კალაძემ.