საზოგადოება
26/01/2023

კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ მესამედ აირჩიეს

კომუნიკაციების კომისიის წევრებმა 2023 წლის 26 იანვარს ჩატარებულ თავმჯდომარის არჩევნებზე კახა ბექაური მესამედ, 2026 წლამდე აირჩიეს. კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა, სადაც კომისიის სრულმა შემადგენლობამ ბექაურის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა და იმავე დღეს ჩატარებულ სხდომაზე  არჩევნების შედეგები დაამტკიცა.

შეგახსენებთ, რომ კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. იგი საქართველოს პარლამენტმა კომისიის წევრად პირველად 2014 წელს, ხოლო მეორედ 2019 წელს აირჩია.

კახა ბექაურს 1986-1992 წლებში მიღებული აქვს უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის მიმართულებით.

კომუნიკაციების კომისიის წევრობამდე, კახა ბექაური რამდენიმე ტელეკომპანიის ხელმძღვანელის პოზიციებს იკავებდა, ხოლო მანამდე საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა და ESM თბილისის მენეჯმენტის კათედრის ლექტორი იყო.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023