საზოგადოება
02/06/2022

ჯიმ ქერიმ წყალტუბოს NFT ფოტო $40 ათასად იყიდა

ჯიმ ქერიმ წყალტუბოში გადაღებული NFT ნამუშევარი იყიდა.

მსახიობისთვის ეს პირველი NFT შენაძენია, რომელიც რაიან კუპმანსისა და ალის ვექსელის The Wild Within–ის სერიიდან 20 ETH (39,535$)–ად იყიდა. 

"ეს მაშეშებს. გმადლობთ @ryankoopmans ბუნების დახვეწილი და დაუნდობელი ხელახალი გამოგონების ნაზად აღბეჭდვისთვის. ეს ჩემი პირველი NFT–ია"–წერს ჯიმ ქერი Twitter-ზე. 

Devotion- "ერთგულება" ეს არის არის ნაწყვეტი რაიან კუპმანსის და ალის ვექსელის პროექტიდან The Wild Within, რომელსაც ახალი სიცოცხლე შემოაქვს წარსული საბჭოთა ეპოქის მიტოვებულ შენობებში.

რაიან კუპმანსმა საქართველოში სტუმრობისას შეისწავლა ნანგრევები და გადაიღო სივრცეები. დაბრუნების შემდეგ კი ალის ვექსელთან თანამშრომლობით, ფოტოები ციფრულ ნამუშევრებად აქცია და მცენარეებით გააცოცხლა. შედეგად მიიღო სიურეალისტური შეჯახება წარსულსა და მომავალს შორის, ისევე როგორც ფიზიკურ და ციფრულ სამყაროებს შორის. პროექტის ფარგლებში კიდევ ბევრი საინტერესო ადგილია გადაღებული, რომლის ნახვაც შესაძლებელია ბმულზე

პლატფორმა superrare.com, სადაც NFT ნამუშევრები არის განთავსებული, წერს, რომ საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს ქალაქი წყალტუბო იყო პოპულარული სამკურნალო ადგილი, რომელიც განთქმული იყო სამკურნალო წყლითა და მდიდრული სანატორიუმებით. 1940-1980-იან წლებში ათასობით ადამიანი სტუმრობდა, მათ შორის სტალინი და მისი მაღალჩინოსნები მოსკოვიდან. როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, შენობები გაუკაცრიელდა. 90-იანი წლების დასაწყისიდან შენობები ნელ-ნელა იშლებოდა და ოდესღაც გრანდიოზული კლასიკური სტრუქტურები ცარიელდებოდა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022