ბიზნესი
26/07/2021

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით

„გურჯაანის ნაყინის“ მწარმოებელი კომპანია შპს „აისის“ გენერალური დირექტორი გურამ ბერიკაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ კომპანიის მიერ გამოშვებულმა დიაბეტური ნაყინის გაყიდვებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

„როდესაც აღნიშნული სახის დამატებაზე მუშაობა დავიწყე, ვიცოდი, რომ მოთხოვნადი იქნებოდა, თუმცა, ამ მასშტაბზე არ  მქონდა გათვლა. როდესაც ქსელში შემაქვს, ძალიან მალე ქრება დახლიდან. ამჟამად, დიაბეტური ნაყინი მხოლოდ ვანილის არომატით იწარმოება, მომავალის სეზონისვის კი სხვადასხვა არომატსაც დავამატებთ,“-აცხადებს ბერიკაშვილი.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია 32 დასახელების სხვადასხვა ნაყინს უშვებს. რაც შეება გაყიდვებს, ის პანდემიამდელ მაჩვენებელს უკვე უახლოვდება.

შეგახსენებთ, რომ 50 წელზე მეტი გავიდა რაც გურჯაანის ნაყინი პირველად ჩამოისხასაწარმოში 130-მდე ადამიანია დასაქმებული.