საზოგადოება
29/09/2022

"ჯანმრთელობის პროგნოზი" - PSP ახალ კამპანიას იწყებს

„PSP-ს ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ასე ეწოდება კონცეფციას, რომელსაც დღეიდან PSP ინტეგრირებული კამპანიის სახით სთავაზობს მომხმარებელს. PSP-ს მთავარი პრიორიტეტი 1994 წლიდან მომხმარებელზე ზუნვაა, რასაც წლების განმავლობაში არაერთი კამპანია მიუძღვნა. ამჯერად, ბრენდი საზღვრებს აფართოებს და ჯანმრთელობაზე ზრუნვის სივრცედ პოზიციონირდება. ზრუნვა კი, ყველაზე კარგად მაშინ გამოიხატება, როცა მას პრევენციული ხასიათი აქვს - ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის გამხსნელ კამპანიას ბრენდი სწორედ ამ მიგნებაზე აგებს.

კამპანია იწყება ყოველკვირეული ვიდეო-რუბრიკით, რომელშიც ცნობილი ექიმები ისაუბრებენ ამინდისა და სხვა გარემო ფაქტორების გავლენაზე ჩვენს ჯანმრთელობაზე. რუბრიკის ფარგლებში, ექიმები კვირის კლიმატური პროგნოზისა და გარემო პირობების შესაბამის ჯანმრთელობაზე ზრუნვის რჩევებს გაუზიარებენ საზოგადოებას.

მიმდინარე კვირის PSP-ს ჯანმრთელობის პროგნოზი უკვე შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: https://bit.ly/3ClbLut

„კამპანია კიდევ უფრო მასშტაბურად გაგრძელდება PSP უნიკალური ფასდაკლების სისტემის დანერგვით. აფთიაქების ვიტრინებზე “ჭკვიანი” მონიტორები დამონტაჟდება, რომლებიც კლიმატისა და სხვა გარემო ფაქტორების გათვალისწინებით, რეალურ დროში შესაბამის ფასდაკლებებს აგენერირებს - მომხმარებელს კონკრეტულ მომენტში ყველაზე მეტად საჭირო ფასდაკლებებს შესთავაზებს. ასე მაგ. წვიმასა და სუსხში - გაციებისა საწინააღმდეგო და იმუნიტეტის ასამაღლებელ საშუალებებს, მზიან ამინდში - კანის დამცავ პროდუქტებზე და სხვ.

აღნიშნული კამპანია ყველა ციფრულ პლატფორმაზე ინტეგრირებულია. შესაბამისად, მომხმარებელს საშაულება ექნება PSP-ს სოციალური ქსელების საშუალებით მომენტალურად შეიტყოს მიმდინარე აქტივობების, სასარგებლო რეკომენდაციებისა და საინტერესო შეთავაზებების შესახებ“ - აცხადებენ PSP-ში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023