საზოგადოება
08/12/2020

ჯაბიძის ქუჩის გაგრძელებაზე ასფალტის საფარი მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. ამჯერად, ასფალტის საფარის მოწყობა ჯაბიძის ქუჩის გაგრძელებაზე, საფეხბურთო ცენტრის მიმდებარედ განხორციელდა.

საგზაო სამუშაოების ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი მოეწყო.  3 842  კვ. მეტრ ფართობზე კი, ასფალტის საფარი დაიგო. მოეწყო ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები.

პროექტისთვის, რომელიც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეასრულა,  269 840 ლარი დაიხარჯა.