საზოგადოება
12/06/2020
ივლისის ბოლოს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთი ინტერნეტით სრულად დაიფარება
ივლისის ბოლოს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთი ინტერნეტით სრულად დაიფარება.
პროექტი, რომელიც 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასასრულს მიუახლოვდა. ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერ დასახლებულ პუნქტს ექნება.
ინტერნეტიზაციის პროცესი შეეხო ისეთ ხეობებს როგორიცაა ფშავი, ხევსურეთი, გუდამაყარი და სხვა. ამასთან, ამავე ტერიტორიის მასშტაბით, ადგილებში, სადაც მობილურები არ იჭერს, მოსახლეობას ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურებას მიაწვდიან.