საზოგადოება
16/09/2020

ივანე მაჭავარიანი: მომავალ წელს ეკონომიკის 5%-იანი ზრდა გვექნება

ფისკალური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპი, რომელიც გვაქვს, უნდა გავაგრძელოთ, რათა 2021 წლისთვის ეკონომიკის აღდგენის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა სსფ-ის მისიის მუშაობის შედეგების შეჯამებისას.

როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, 2021 წლისთვის საქართველოს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ექნება და ამ პროგნოზს იზიარებს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან გვქონდა შუალედური შეხვედრა. ჩვენ შევჯერდით მიმდინარე წლის ეკონომიკის საბოლოო მაჩვენებელზე. მათი მოლოდინია, რომ წელს, ეკონომიკა შემცირდება -5%-ით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მომავალ წელს და ამაში სავალუტო ფონდიც გვეთანხმება, რომ ზრდა იქნება 5%-იანი. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის აღდგენის ტენდენციები, პრაქტიკულად, ყველა სექტორში ჩანს - ტურიზმის გარდა, სამწუხაროდ. ჩვენ ვხედავთ, რომ მშენებლობაში, სოფლის მეურნეობაში, ასევე, სხვა სექტორებში, დინამიკა პრაქტიკულად, ძველ ნიშნულს უბრუნდება. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ 2021 წლისთვის, უნდა გავაგრძელოთ ფისკალური სტიმულირების პროცესი, რათა ეკონომიკის აღდგენის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს. ეს რასაკვირველია, გულისხმობს იმას, რომ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში, კიდევ მაღალი დეფიციტის პირობებში ვიცხოვრებთ, თუმცა მიგვაჩნია, რომ 2023 წელს, უნდა დავუბრუნდეთ ძველ, 3%-ზე ქვემოთ ნიშნულს, რაც იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის ყველაზე უსაფრთხო და ბუნებრივი მაჩვენებელი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022