საზოგადოება
01/11/2022

იურიდიული ფირმა "ემ ქეი დი" 26 წლის იუბილეს აღნიშნავს

იურიდიული ფირმა "ემ ქეი დი" 26 წლის იუბილეს აღნიშნავს.

"გვახარებს, ის ფაქტი რომ, ჩვენი ფირმა უკვე მეოთხედ საუკუნეზე მეტია განუხრელად მიუყვება წარმატების გზას და წამყვან ქართულ იურიდიულ ფირმებს შორის ადგილს ღირსეულად იკავებს.

ჩვენი ყველა მიღწევა თავდაუზოგავი შრომის, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული საქმიანი ურთიერთობებისა და პროფესიულ განვითარებაზე განუწყვეტელი ზრუნვის შედეგია. თუმცა, მთავარი მონაპოვარი, ალბათ, მაინც „ემ ქეი დის“ გუნდი და ის ადამიანური ურთიერთობებია, რაც ფირმის წევრებს ერთმანეთთან აკავშირებს. ამის საძირკველს მაღალი ადამიანური და პროფესიული პასუხისმგებლობა, საერთო ღირებულებებისადმი ერთგულება და კეთილსინდისიერება წარმოადგენს. დიდი მადლობა მათ ამისათვის!

ასევე, გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს კოლეგებს, ბიზნეს-პარტნიორებსა და საქმიან ურთიერთობაში მყოფ ყველა ადამიანს ამ არც თუ ისე მოკლე პერიოდის მანძილზე თანამშრომლობის, ნდობისა და დაფასებისათვის!
ჩვენი იურიდიული ფირმის გუნდი განაგრძობს თქვენს სამსახურში ყოფნას და განვითარებას", - ნათქვამია 
„ემ ქეი დის“ განცხადებაში. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023