საზოგადოება
01/10/2020

იციკ მოშე ისრაელში ქართველების დასაქმებაზე: მზად ვართ, ჩავერთოთ მონიტორინგში

საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის პრეზიდენტი ორმხრივ შეთანხმებას მიესალმება და მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში დამხმარე პერსონალად დროებითი დასაქმების პროცესის მონიტორინგში ჩაერთოს.

"საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც წლების წინ საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურად დასაქმების ინიციატივით გამოვიდა. ახლა, ამ შეთანხმების გაფორმების შემდეგ მთავარია, გადასახადის არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეს არ უნდა მოუწიოს დაწესებული ლიმიტს ზევით თანხის გადახდა. ჩვენ, როგორც მესამე სექტორი, მზად ვართ, ოფიციალურ უწყებებთან ერთად, ჩავერთოთ პროცესის მონიტორინგში,“ - განმარტავს იციკ მოშე.

ცნობისთვის, იერუსალიმში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ, გაბი აშკენაზსა და საქართველოს ელჩს ისრაელში, ლაშა ჟვანიას მიერ ხელი მოეწერა ორმხრივ შეთანხმებას ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დამხმარე პერსონალად დროებითი დასაქმების შესახებ.

Businesspartner