საზოგადოება
16/02/2021
"ისწავლე და დასაქმდი" - პროფესიული გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია იწყება
თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში, სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობით, სამსახურის მაძიებელი მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების კურსები ხორციელდება.
დაინტერესებულთათვის ელექტრონული რეგისტრაცია 17 თებერვლიდან იწყება და 27 თებერვლის ჩათვლით გასტანს, სწავლა კი 1-ელ მარტს დაიწყება.
პროგრამაში ჩართვის აუცილებელი მოთხოვნებია:
ასაკი მინიმუმ 18 წელი;
- ქ. თბილისში რეგისტრაცია;
- საბაზო განათლება;
რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საინფორმაციო პორტალს - www.dasakmdi.ge.