საზოგადოება
22/07/2022

ირაკლი ლექვინაძე კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის შესახებ მთავრობათაშორისო ექსპერტების სესიაში მონაწილეობს

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მიწვევით, ჟენევაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის შესახებ მთავრობათაშორისო ექსპერტების მე-20 სესია შვეიცარიაშია, 20-22 ივლისს, იმართება. შეხვედრაზე კონკურენციის კანონის აღსრულების და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული ქეისები, საერთაშორისო მიდგომები, არსებული გამოწვევები და  სტრატეგიულად მნიშვნელოვანი  საკითხები განიხილება.

შეხვედრები  დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობს, სადაც მაღალი რანგის ხელმძღვანელი პირები, სამომავლო ეფექტიანი რეაგირებისათვის, სოციალურად მნიშვნელოვან ბაზრებზე, პანდემიის პერიოდში მიღებულ გამოცდილებასა და შესაძლებლობებზე  მსჯელობენ. 

კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის შესახებ მთავრობათაშორისო ექსპერტების მე-20 სესიის ფარგლებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და აღსრულების ეფექტიანი მექანიზმების შემუშავებაა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველომ 2022 წლის 1 ივნისს მიიღო კანონი მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ, რომლის აღსრულების პროცესს კონკურენციის ეროვნული სააგენტო 1 ნოემბერს იწყებს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირადი შეხვედრები სხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელებთან.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023