ფოტო: 1tv.ge
საზოგადოება
14/02/2022

ირაკლი ლექვინაძე: ფარმაცევტულ ბაზარზე სამი კომპანიის წილი 60-70%-ის ფარგლებშია

ფარმაცევტულ ბაზარზე სამი კომპანიის წილი დაახლოებით 60-70%-ის ფარგლებშია, - ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ეს ჯგუფური დომინორების მაჩვენებელია, თუმცა დომინირებული მდგომარეობის ქონა არ ნიშნავს რაიმე ტიპის დანაშაულს, სანამ ეს არ გამოყენება მოქალაქეებისა და მცირე კომპანიების საწინააღმდეგოდ, რაც უკვე გარკვეული პრობლემების მანიშნებელია. 

მისი თქმით, ფარმაცევტული ბაზარი მაღალკონცენტრირებულია, როგორც იმპორტის, ასევე საცალო დონეზე და არავისთვის უცხო არ არის, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე 3 დომინანტი კომპანიაა. ბოლო პერიოდში, შეიძლება ითქვას, რომ ბაზარზე კონცენტრირების ხარისხი იკლებს.

"დომინანტობასთან ერთად, მსხვილი კომპანიები ჰოლდინგური ჯგუფების სახით არიან წარმოდგენილი, რაც მათ ძალაუფლებას მნიშვნელოვნად ზრდის და ჩვენი შეფასების მიხედვითაც, როდესაც კომპანია იმპორტის, დისტრიბუციის ნაწილს, კლინკას, ფარმაცევტულ ქსელს და დაზღვევის მთელ ერთეულებს ფლობს, ხშირად, ასეთ შემთხვევაში, მედიკამენტების გაყიდვისას გადაწყვეტილებები მიიღება არა მოქალაქის საუკეთესო არჩევანის გათვალისწინებით, არამედ აქცენტირება ხდება იმ მედიკამენტებზე, რომლის იმპორტიორიც ან მწარმოებელიც არის ეს კომპანია. მთლიან გაყიდვებში საკუთარი მედიკამენტების გაყიდვების წილი 60%-მდეა.” - აღნიშნავს ირაკლი ლექვინაძე.

მისივე თქმით, ზოგადად ფარმაცევტული ბაზარი მაღალკონცენტრირებულია ბევრ ევროპულ ქვეყანაში, თუმცა ამას თუ ახლავს შესაბამისი რეგულაციები, ასეთ შემთხვევაში ჰოლდინგური ჯგუფებიც არ წარმოადგენს პრობლემას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023