ირაკლი ქარსელაძე: 150 დასახლებული პუნქტის 366 000 აბონენტს წყალმომარაგება გაუმჯობესდება
წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებაზე სახელმწიფო დანახარჯებს ზრდის. როგორც გადაცემაში "ბიზნესპარტნიორის ოთხეული" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, ბოლო რვა წლის განმავლობაში პროექტების ბიუჯეტი 10-ჯერ არის გაზრდილი.
ირაკლი ქარსელაძემ აღნშნა, რომ წყალმომარაგების პროექტები 150 დასახლებული პუნქტში მიმდინარეობს, რის შედეგადც 366 000 ადამიანს გაუმჯობესდება წყალმომარაგება, ამ კონტიგენტიდან 220 000-ს არასდროს ჰქონია ცენტრალური მომარაგება.
„2012 წელს წყლის კომანიის ბიუჯეტი 34 მლნ ლარი იყო, წელს კი 348 მლნ ლარია. 2019-2020 წლებში 500 მლნ ლარი დაიხარჯა და შედეგად, ზუგდიდს, ქუთაისს და ჭიათურას ამჟამად 24 საათიანი მომარაგება აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ წყლის ორგანიზებულ მიწოდებაზე, არამედ ხარისხიანი წყლის მიწოდებაზე. ბევრი ასპექტია, რომელიც განსხვავდება იმისგან, რაც წარსულში იყო, როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე მართვის სისტემებით, რომელიც მაქსიმალურ ეფეტიანობას იწვევს. რა თქმა უნდა ყველაფრის ერთად კეთება კარგი იქნებოდა, თუმცა ყველაფერს თავისი წინაპირობა აქვს ,“ - აცხადებს ქარსელაძე.
მინისტრის განმარტებით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საგზაო ინფრაქტრუქტურა და ამ მიმართულებით მოსახლეობის უკმაყოფილებაც ნაკლები, 2022 წელს მაგისტრალების ძირითადი მონაკვეთების დასრულების შემდეგ და შედეგად ბიუჯეტში გათავისუფლებული მოცულობების მეტი წილი კი სწორედ წყალმომარაგებას მოხმარდება.