საზოგადოება
11/03/2021
ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან მალე ველოდებით ვაქცინას
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში პირბადის ტარების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირებულია.
ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეზღუდვების გამკაცრებას არ გამორიცხავს.
"მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით და ბოლო დღეებში შემთხვევების მატება შეინიშნება. ასევე, საზოგადოების მხრიდან ყურადღების მოდუნება და რეკომენდაციების უგულებელყოფაც შეინიშნება. ცნობილი გახდა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, როგორც ვაქცინის მწარმოებლებთან, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან. ძალიან მალე ველოდებით ვაქცინას. მანამდე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით ვიყოთ, რათა ხელი არ შევუწყოთ ვირუსის გავრცელებას",- განაცხადა ღარიბაშვილმა.