საზოგადოება
08/06/2022
ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს ლევან ნაროუშვილი უხელმძღვანელებს
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას ლევან ნაროუშვილი დაიკავებს.
მერის თქმით, თანამდებობაზე ლევან ნაროუშვილის კანდიდატურა დასამტკიცებლად, თბილისის საკრებულოს წარედგინება.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ არსებობს სერიოზული გამოწვევები, ასევე, მომდევნო თვეების განმავლობაში განსახორციელებელი მნიშვნელოვანი პროექტები და ლევან ნაროუშვილს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
ამ დრომდე, ლევან ნაროუშვილი გლდანის რაიონის გამგებლის თანამდებობას იკავებდა.