საზოგადოება
05/10/2020

ინფიცირებულთა ზრდის ფონზე დამატებითი საწოლების მობილიზებაზე 48 მლნ დაიხარჯება

ახალი კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ფონზე, სახელმწიფო დამატებითი საწოლების მობილიზებას იწყებს და ამ მიზნით 48 მლნ ლარს დახარჯავს.

122 დღეში გასაწევი მომსახურების გამარტივებული შესყიდვის უფლება სოციალური მომსახურების სააგენტომ ითხოვა.

„ქვეყანაში არსებული პროფილური სამედიცინო დაწესებულებების (ინფექციური დაწესებულებები) საწოლფონდების რესურს გასცდა მოსალოდნელ ინფიცირებულთა ოდენობა. შექმნილი გარემოება ითხოვს დაუყონებლივ დამატებითი საწოლადგილების მობილიზებას“, - ნათქვამია შესყიდვების სააგენტოში წარდგენილ დოკუმენტაციაში.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა.

5 ოქტომბერს კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 416 აჭარაში, 72 თბილისში, 44 იმერეთში.

ბოლო მონაცემებით, სულ ქვეყანაში 8696 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 54 პირი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020