საზოგადოება
13/12/2022

გზებზე მანქანების გამონაბოლქვზე კონტროლი გამკაცრდება - რა სანქციები დაწესდება დარღვევაზე

გზებზე მანქანების გამონაბოლქვზე კონტროლი გამკაცრდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განმარტებით, ახალი ინიციატივა გზებზე მანქანების გამონაბოლქვის კონტროლსა და მავნე ნივთიერებათა გადაჭარბების შემთხვევაში საჯარიმო სანქციების დაწესებას გულისხმობს.

მისი თქმით, ცვლილებების მიზანია სატრანსპორტო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების შემცირებაა.

"კანონპროექტი სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ჩემი ქალაქი მკლავს“ ერთად მოამზადა და მთავრობამ მხარი დაუჭირა, რეგულაცია კი 2023 წლიდან ამოქმედდება. კანონპროექტის თანახმად, სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის შემადგენლობის კონტროლს, საწყის ეტაპზე, ქვეყნის დიდ ქალაქებში განახორციელებენ. დეპარტამენტის თანამშრომლებს უფლება ექნებათ, გზებზე პატრულირების დროს, თუკი შეამჩნევენ ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან მუქი ფერის, ე.წ. ხილულ გამონაბოლქვს, გაზომონ მისი შემადგენლობა, დაადგინონ, რამდენად აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ზომები. გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების გადაჭარბებაზე შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს: ფიზიკური პირის შემთხვევაში - 100 ლარით, იურიდიული პირის შემთხვევაში - 500 ლარით. განმეორების შემთხვევაში კი, ჯარიმები სამმაგდება.  სამწუხაროდ, ქალაქებში დღემდე მოძრაობენ ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებები რამდენჯერმე აღემატება დადგენილ ნორმებს. ასეთი მანქანები, ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებლები არიან. აღარაფერს ვამბობ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის აუცილებლობაზე. ეს არის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ნაწილში გავატაროთ კონკრეტული ზომები და, მეორე მხრივ, ხელი შევუწყოთ ტექნიკური დათვალიერების სისტემის პრაქტიკაში ეფექტიან აღსრულებას“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023