საზოგადოება
15/09/2023

"გურიაში,ვისაც სახლი დაენგრა, ვისი სახლიც გამოუსედეგარი გახდება, ამ ოჯახებს ახალ სახლს შევუძენთ"

გურიაში, ვისაც სახლი დაენგრა, ვისი სახლიც გამოუსედეგარი გახდება, ყველას განსახლება მოხდება. ოჯახებს გადაეცემათ ახალი სახლი, ჩვენ შევუძენთ, ავაშენებთ ან თანხას გადავცემთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დაზარალებულ მოქალაქეებს ამ კუთხით სანერვიულო არ აქვთ.

„გურიაში ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს დაუზიანდა სახლები, ბევრს დაენგრა, სახლებში გაჩერება შეუძლებელია, არ შეიძლება იქ ცხოვრება. ეკონომიკურ საბჭოზე ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვისაც სახლი დაენგრა, ვისი სახლიც გამოუსედეგარი გახდება, უკლებლივ ყველას განსახლება მოხდება და ამ ოჯახებს მიეცემათ ახალი სახლი ან ჩვენ შევუძენთ, ავაშენებთ ან თანხას გადავცემთ და თავად შეიძენენ სახლებს. ეს მინდოდა მეთქვა ჩვენი გურულებისთვის. არავითარი სანერვიულო მათ არ აქვთ, ყველაფერში დავეხმარებით და მათ პრობლემებს მოვაგვარებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერმა გურიაში სტიქიის შედეგად დაღუპულების გამო კიდევ ერთხელ მწუხარება გამოთქვა და მათ ოჯახებს მიუსამძიმრა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020