საზოგადოება
31/07/2020

გუგა ბურდული საქართველოს ბანკის ფულბრაიტის სტიპენდიატია

საქართველოს ბანკის ფულბრაიტის წლევანდელი სტიპენდიატი უკვე ცნობილია და ის გუგა ბურდულია. გუგა საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ფილადელფიაში, Temple University-ში ორი წლით გაემგზავრება. ფულბრაიტის სტიპენდიის წლევანდელი გამარჯვებული სწავლას კომპიუტერულ მონაცემთა მეცნიერების პროგრამაზე გააგრძელებს. ის აშშ –ში მომავალ სასწავლო წელს გაემგზავრება.

წელს ფულბრაიტს სულ 10 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის ერთი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია.  

„განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ  საუკეთესო განათლება. ამ მიზნით ბანკი, საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ, აქტიურად არის ჩართული სასტიპენდიო თუ საგანმანათლებლო  პროექტების მხარდაჭერაში. აშშ მთავრობასთან ერთად ფულბრაიტის სტიპენდიის დაფინანსების ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობა ყოველწლიურად ნიჭიერ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში ორ წლიან სამაგისტრო პროგრამაზე მიიღონ დაფინანსება. ჩვენი მხარდაჭერითა და დაფინანსებით აშშ-ში უკვე გაემგზავრა 6 საუკეთესო სტუდენტი. წელს კი ჩვენი სტიპენდიატი - გიგა ბურდული ფილადელფიაში, Temple University-ში გაემგზავრება. გვინდა მივულოცოთ მას ეს გამარჯვება და ვუსურვოთ წარმატებები“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

საქართველოს ბანკისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით  ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაციების მიღება ჯერ კიდევ გრძელდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ  ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე: https://ge.usembassy.gov/education-culture/exchange-programs/fulbright-graduate-student-program-announcement/. აპლიკაციების მიღება ხვალ, 1 აგვისტოს 18:00 საათზე დასრულდება.

ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ღია კონკურსია, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს თბილისში აშშ საელჩო. ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრაგრამას მთელს მსოფლიოში.  ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის თანადამფინანსებელია საქართველოს ბანკი, განათლების საერთაშორისო ცენტრი და ჯორჯია კაპიტალი.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020