საზოგადოება
02/06/2022

Global Finance- მა საქართველოს ბანკი 2022 წლის საუკეთესო კასტოდიან ბანკად დაასახელა

საერთაშორისო გამოცემამ-  Global Finance- მა  საქართველოს ბანკი 2022 წლის  საუკეთესო კასტოდიან ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. სარედაქციო ჯგუფმა  შეისწავლა 7 რეგიონსა და 80 ქვეყანაში მოქმედი კასტოდიანი  ბანკები, ჩაატარა ბაზრის კვლევა, გაითვალისწინა ექსპერტთა მოსაზრებები, რათა შეერჩია ის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც საიმედოდ უზრუნველყოფენ საუკეთესო სერვისების მიწოდებას ადგილობრივ ბაზრებსა და რეგიონებში. საუკეთესო კასტოდიან ბანკები შემდეგი კრიტერიუმით შეარჩიეს: კლიენტებთან ურთიერთობა, მომსახურების ხარისხი, ტექნოლოგიური პლატფორმები, ანგარიშსწორების შემდგომ ოპერაციები, ბიზნესის უწყვეტობის გეგმები, მომხმარებელთა  კმაყოფილება და ადგილობრივი რეგულაციების ცოდნა. საერთაშორისო გამოცემამ 2021 წლის იანვარ-დეკემბრის პერიოდი შეაფასა.

„პანდემიამ დააჩქარა კასტოდიანი ბანკების დიჯიტალიზაციის ტემპი. ბანკები აგრძელებენ ადაპტირებას, რათა უზრუნველყონ საუკეთესო ხარისხის  ფასიანი ქაღალდების სერვისები საკუთარი კლიენტებისთვის მთელს მსოფლიოში“, - განაცხადა Global Finance-ის სარედაქციო ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ჯიარაპუტომ.  „Global Finance Sub-custodian Bank-ის ჯილდოები გადაეცემათ ორგანიზაციებს, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ ინოვაციურ იდეებს, ეფექტურ გადაწყვეტილებებსა და  რჩევებს“,- დასძენს ჯოზეფ ჯიარაპუტო.

შეგახსენებთ, კასტოდიანი არის ფასიანი ქაღალდების საკლირინგო და შემნახველი ორგანიზაცია, რომელიც კერძო და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს ემსახურება. “საქართველოს ბანკი” არის წამყვანი კასტოდიანი ბანკი ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდებით ანაგრიშწორებასა და შენახვას სთავაზობს. “საქართველოს ბანკი 2011 წლიდან იღებს მონაწილეობას Best Sub-Custodian Bank Award-ში და ამ წლების განმავლობაში ინარჩუნებს ლიდერობას.