გლობალ ბენეფიტს ჯორჯია და Acibadem Healthcare Group-ი ექსკლუზიურ თანამშრომლობას იწყებენ
სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯიასა და თურქეთში უმსხვილეს ჯანდაცვის პროვაიდერ Acibadem-ს შორის შეხვედრა გაიმართა, რაც ითვალისწინებს ექსკლუზიურ თანამშრომლობას და ფასდაკლებას სამედიცინო მომსახურებებზე.
საქართველოში პირველად, მხოლოდ ბენეფიტსის დაზღვეულები გაწევრიანდენ უნიკალურ, უსასყიდლო Acibadem Health Point Loyalty Card წევრთა პროგრამაში და ისარგებლებენ ექსკლუზიური 25%-მდე ფასდაკლებით შეთანხმებულ სერვისებზე, რომელიც ასევე ვრცელდება ბარათის მფლობელის მეუღლესა და შვილებზე. მათ შესაძლებლობა ეძლევათ, გადაჭრან ყველა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემება და მიიღონ ყველა საჭირო სერვისი ერთ სივრცეში. აქვე აღსანიშნავია რომ ბენეფიტსის დაზღვეულებს ფასდაკლების ბართებით სარგებლობა 5 წლის განმავლობაში შეეძლებათ.
თურქეთში ყოფნისას, Acibadem Health Point მომსახურებას უზრუნველყოფს განსაკუთრებული ჯანდაცვის სერვისების პლატფორმით, რომელზეც წვდომა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე მათ ქოლ ცენტრთან დაკავშირებით, ელექტრონული ფოსტის გაგზავნით ან Acıbadem Health Point“ მობილური აპლიკაციის გამოყენებით; თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია უახლოესი საავადმყოფოს ან აფთიაქის შესახებ და მოითხოვოთ სტაციონარში მიღების ორგანიზება ან გადაუდებელი შემთხვევის დროს გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება.
წევრობის პროგრამის ფარგლებში, თურქეთში ყოფნისას თქვენ ისარგებლებთ მრავალი ბენეფიტებით მათ შორის:
- ხელმისაწვდომობა სასწრაფო დახმარების მანქანაზე, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს ტრანსპორტირებას საავადმყოფომდე (წელიწადში ორჯერ უფასოდ);
- სხვადასხვა სახის ფასდაკლებები სამედიცინო და სტომატოლოგიურ პროცედურებზე. Acibadem Health Point-ის ბარათის მფლობელებისთვის პირველი სტომატოლოგიური გამოკვლევა და პანორამული რენტგენი უფასოა;
- Acıbadem Healthcare Group-ის მსოფლიოში ცნობილი ექიმებისგან დისტანციური სამედიცინო რეკომენდაცია.
- სინქრონული თარგმანი: ინგლისური, რუსული, არაბული და ფრანგული ქოლ-ცენტრის მეშვეობით;
- სტამბოლში ვიზიტის დროს ყველა აეროპორტში Health Point Welcome Lounge-ზე წვდომა;
- VIP ტრანსფერი სტამბოლის აჯიბადემის საავადმყოფოებისკენ და საავადმყოფოებიდან.
- მობილური აპლიკაციის კომფორტი;
Acibadem Health Point Loyalty Card - ბარათების მიწოდება დაზღვეულებისთვის უკვე დაწყებულია და მალე დასრულდება.