საზოგადოება
11/05/2023
გლდანის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გლდანის გამგეობის მიერ, რაიონში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება,- ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ამ ეტაპზე, შესაბამისი სამუშაოები გლდანულას N2-2ა კორპუსებთან დასრულდა. შეიცვალა ლითონის დაზიანებული მავთულ-ბადეები, დაიგო ხელოვნური ბალახის საფარი და შეიცვალა სხვა საჭირო ინვენტარი.
სპორტული მოედნის რეაბილიტაციისთვის ჯამში, 57 846 ლარი დაიხარჯება.