GITA - ს მხარდაჭერით, GLOBALIZE ევროპის კონფერენცია პარიზში გაიმართება
2022 წლის 11 ივნისს, GITA - ს მხარდაჭერით, Globalize გამართავს პირველ კონფერენციას ევროპის მასშტაბით, ასევე ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.
Globalize EU Conference თავს მოუყრის ევროპის კონტინენტზე მცხოვრებ წარმატებულ ქართველებს, ტექნოლოგიებში მოღვაწე პროფესიონალებს, ინვესტორებს, სტარტაპებს, ექსპორტიორებს და მოწვეულ სპიკერებს. მათ შესაძლებლობა ექნებათ, განიხილონ მზარდ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში, ასევე, გლობალურ საექსპორტო ბაზრებზე არსებული ტენდენციები და შესაძლებლობები.
ღონისძიების მიზანია, დამყარდეს საჭირო კავშირები ქართულ სტარტაპებს, ექსპორტიორებსა და ევროკავშირში მცხოვრებ ქართველებს შორის, რათა სამომავლოდ, მოხდეს მათ შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, სტარტაპებში ინვესტირება თუ ექსპორტიორების მხარდაჭერა ევროპის ბაზრის ათვისების თავლსაზრისით. კონფერენციის ვიზიტორებს არაერთხელ ექნებათ შესაძლებლობა, გააცნონ თავიანთი კომპანია და იდეები აუდიტორიას და ინვესტორებს, ფიჩინგის, B2B შეხვედრებისა თუ ნეთვორქინგ ღონისძიებების მეშვეობით. კონფერენციაზე 30-მდე სპიკერი წარსდგება, განხილული იქნება გლობალურ ბაზრებზე არსებული ტენდენციები და შესაძლებლობები.
Globalize EU Conference უნიკალური შესაძლებლობაა ქართული ბიზნესებისთვის, ახალი კონტაქტების დასამყარებლად, ასევე იდეების გაცვლისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის.
Globalize-მა ოპერირება 2022 წლის მარტში დაიწყო. Ააპრილში დიდი წარმატებით შედგა პირველი საერთაშირისო კონფერენცია სილიკონის ველიზე, რომელმაც თავი მოუყარა აშშ-ში მოღვაწე წარმატებულ ქართველებს, როგორც გამოცდილების გაზიარებისთვის, ისე საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვისთვის. აშშ-ში, ამერიკელი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისა და Venture Capitalist-ების წინაშე ქართული სტარტაპ ეკოსისტემის პრეზენტაცია საქართველოს გენერალურ საკონსულოში გაიმართა. მიღების ფარგლებში ქართულმა სტარტაპებმა წარმოაჩინეს თავიანთი კომპანიები და ისაუბრეს ინოვაციურ პროდუქტებზე.